ხაჭოს ბურთები შვრიისა და ქოქოსის ფანტელით

ინგრედიენტები

  • ხაჭო 300 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შვრიის ფანტელი 35 გ
  • ქოქოსის ფანტელი 10 გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

აღნიშნული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა ზომის ბურთები, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!