ომლეტი ბეკონით

ინგრედიენტები

  • კვერცხი 6 ცალი
  • ბეკონი  3-6 ცალი (ზოლები)
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • პომიდორი ჩერი 4-6 ცალი
  • ყველი (რუსული) 20 გრ
  • ოხრახუში, კამა ან მწვანე ხახვი
  • კარაქი
  • მარილი
  • ახლად დაფქული წიწაკა

მომზადება

გამოსაცხობ ტაფაზე კარგად მოუსვით კარაქი, ირგვლივ შემოაყოლეთ ზოლებად დაჭრილი ბეკონი. ყველი წვრილად გახეხეთ, მწვანილი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. პომიდორი პატარა ნაჭრებად დაჭერით. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, ყველი, მწვანილი, მარილი, პილპილი. კარგად აურიეთ, ჩაასხით ტაფაში და პომიდორი მოაწყვეთ თავზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!