შოკოლადის ნაყინი

ინგრედიენტები

  • რძე 250 მლ
  • ნაღები (35%-იანი) 250 მლ
  • კაკაოს ფხვნილი 20 გრ.
  • მუქი შოკოლადი 150 გრ.
  • შაქარი 50 გრ.
  • კვერცხი გული 4 ცალი

მომზადება

ქვაბში მოათავსეთ რძე, ნაღები, კაკაოს ფხვნილი, პატარა კუბებად დაჭრილი შავი შოკოლადი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ მანამ, სანამ შოკოლადი არ გაიქნება. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად და დაამატეთ შოკოლადიან მასას. კვლავ წამოადუღეთ. შემდეგ შედგით მაცივარში 2 საათი და 2 საათის შემდეგ გადაიტანეთ საყინულეში 35-40 წუთი. გემრიელად მიირთვით!