კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ არაჟანი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ რბილი ცომი. გაყავით 4-5 ნაწილად ცომი და თითოეული ნაწილი გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. მოამზადეთ კრემი: არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ყაყაჩოს თესლი, თითოეულ ფენას კარგად წაუსვით და გააჩერეთ 6-7 საათი მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!
Facebook კომენტარი (0)