ეკლერი
  ინგრედიენტი 1 ჭიქა წყალი 100 გრამი კარაქი 2,5 გრამი მარილი 200 გრამი ფქვილი 5-6 კვვერცხი მომზადება 1 ჭიქა წყალში  100 გრამი კარაქი,2,5 გრამი მარილი შეურიეთ.ქვაბი  დადგით ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე  ნელ-ნელა ჩაამატეთ 200 გრამი ფქვილი, სწრაფად მოურიეთ  ხის კოვზით, რომ  მასა ერთგვაროვანი  გამოვიდეს.გადმოგით ცეცხლიდან. გაცივების შემდეგ სათითაოდ დაამატეთ 5-6  კვერცხი  და თან  განუწყვეტლივ  ურიეთ .კარაქწასმულ ტაფაზე მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ  სველი კოვზით  ამოღებული  ცომის კოკრები ერთმანეთისგან  10-15  სანტიმეტრის დაცილებით.ცშედგით   ღუმელში და რამდენიმე   წუთი არ გამოაღოთ,მზა ეკლერებს ჩაუჭერით გვერდი და  გატენეთ კრემით. მოხარშული კრემი 2,5 ჭიქა  შაქარი, 4-5 კვერცხი  და 4-5 სუფრის  კოვზი ფქვილი კარგად ათქვიფეთ, დაასხით  ცხელი რძე, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.მზა კრემში ჩაყარეთ ვანილი  ან ლიმონის ცედრა.