მწვანე ლობიო მაწვნით
  იგრედიენტები
  • მწვანე ლობიო 1 კგ
  • მაწონი 1 კგ
  • მწვანილი 4-4 ძირი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და ხელით გავწუროთ, ისე რომ სითხე არ შეჰყვეს. მაწონი კარგად გავთქვიფოთ და შეურიოთ ლობიოში. რეჰანი, ოხრახუში, ქინძი დავჭრათ ძალზედ წვრილად. ნიორი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ და შეურიოთ ლობიოს. იგი ასევე ძალიან გემრიელია კიტრთან ერთად. გემრიელად მიირთვით