- ქათამი 1 ც
- 2 კონა ქინძი
- 200 გ ნიგოზი
- 2 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ ტომატი
- წიწაკა
- მარილი
- დავჭრათ ქათამი
- გავატაროთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა და მიღებული მასა მარილთან ერთად დავნაყოთ და დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი და ამავე რაოდენობის ყვითელი ყვავილი. მიღებულ მასას დავსხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი.
- მოვხრაკოთ ხახვი, დავამატოთ დაჭრილი ქათამი და მარილთან ერთად გავაგრძელოთ მისი მოშუშვა.
- შემდგომ დავამატოთ ტომატი და მოვშუშოთ 2-3 წუთი
- ამის შემდგომ დავამატოთ გატარებული და დანაყილი ნიგოზი ქინძთან ერთად, შევავსოთ სასურველი რაოდენობის წყლით და ვადუღოთ 20 წუთი
Facebook კომენტარი (0)