- 2 ც მოზრდილი კარტოფილი
- 1 პატარა თავი ხახვი
- 1 ს.კ ზეთი
- 1 პატარა კვერცხი
- 0.5 ჭიქა ფქვილი
- 2 ც ქათმის ბულიონის კუბიკი
- 1 .5 ლ წყალი
- ხმელი მწვანილები ( სურვილისამებრ)
- მარილი
- კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გაცფცქვანთ და დავჭყლინტოთ. ხახვი წვრილად დავჭღათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ კარტოფილის პიურეს კვერცხთან ერთად. დავაყაროთ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
- ცომი პატარა ბურთულებად დავყოთ, ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ დაფხვნილი ბულიონის კუბები და წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ კარტოფილის ბურთულები ბულიონში. წვნიანს სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ხმელი მწვანილები.
Facebook კომენტარი (0)