ბლინები სოკოთი და კარტოფილით
  ინგრედიენტი
  • ინგრედიენტები:
  • წყალი 2 ჭიქა
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • ზეთი 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • კარტოფილი 300 გ
  • სოკო 150 გ
  • 1 ხახვი თავი
მომზადება
  1. შევურიოთ წყალი და ზეთი ერთმანეთს. ცალკე შევურიოთ ფქვილი, მარილი, და დავასხათ სითხის ნაწილი. კარგად ავთქვიფოთ რომ კოშტები არ დარჩეს, შემდეგ დავამატოთ დარჩენილი სითხე. საბოლოოდ კეფირის სისქის ცომს მივიღებთ.
  2. ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე, მოვუსვათ ზეთი და დავიწყოთ ბლინების გამოცხობა ორივე მხრიდან.
  3. კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭყლიტოთ. დაჭრილი სოკო და ხახვი მოვშუშოთ , შემდეგ შევურიოთ კარტოფილს. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  4. ბოლოს გავახვიოთ გულსართი ბლინებში.