კარტოფილისა და ბრინჯის კატლეტები
  ინგრედიენტი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 1/2 ჭიქა ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 3 ც სტაფილო
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი
  • პილპილი
  • უცხო სუნელი გემოვნებით
მომზადება კარტოფილი გავასუფთავოთ, მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე. დავამატოთ მოხარშული ბრინჯი და კარგად ავურიოთ. სტაფილო გავხეხოთ და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი, შემდეგ დავამატოთ კარტოფილიანი მასა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა,სუნელი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.