რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- სამდღიანი ხილის დიეტის დროს უნდა მიირთვათ მხოლოდ ხილი და წყალი.
- თუკი ყავის გარეშე ვერ ძლებთ, მიირთვით უშაქრო ყავა.
- ბანანი უნდა მიირთვათ მხოლოდ საუზმეზე. სადილზე და ვახშამზე მისი მიღება დაუშვებელია.
- თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ, მიირთვით მჟავე (მწვანე) ვაშლი, ხოლო თუკი კომბინირებული ან მშრალი სახის კანი გაქვთ, უპირატესობა ტკბილ, წითელ ვაშლს მიანიჭეთ.
რა უნდა მიირთვათ სამდღიანი ხილის დიეტის დროს:პირველი დღე:
დღის მანძილზე უნდა მიირთვათ მხოლოდ 1 კილოგრამი ნებისმიერი ხილი და 2 ლიტრი წყალი. ზემოთ, უკვე მოგახსენეთ, რომ ბანანი მხოლოდ საუზმეზე უნდა მიიღოთ.
მეორე დღე:
დიეტის მეორე დღესაც, რა თქმა უნდა, უნდა მიირთვათ მხოლოდ ხილი და 2 ლიტრი ნებისმიერი ხილის წვენი. დიეტის მეორე დღეს წყლის მიღება საჭირო არ არის.
მესამე დღე:
დიეტის მესამე დღეს გაიმეორეთ იგივე, რაც პირველ დღეს - ანუ მხოლოდ ხილი და ორი ლიტრი წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!
Facebook კომენტარი (0)