პაშტეტი
  ინგრედიენტი
  • 600 გრ. ქათმის ღვიძლი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 100 გრ. კარაქი
  • ზეთი – შესაწვავად
  • მარილი
  • ქონდარი
  • პილპილი
მომზადება ხახვი დავჭრათ, სტაფილო კი გავხეხოთ და ერთად მოვშუშოთ ზეთში. მოშუშული ბოსტნეული ამოვიღოთ და იმავე ტაფაში მოვშუშოთ ქათმის ღვიძლი, რომელსაც მომზადების პროცესის ბოლოს უნდა დავუმატოთ მარილი, პილპილი და ხმელი ქონდარი. ხორცსაკეპ მანქანაში (ან ბლენდერში) გავატაროთ მოშუშული ბოსტნეულიცა და ღვიძლიც, კარგად ავურიოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი. პაშტეტი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში.