- 5 საშუალო ზომის სტაფილო, 2 სმ. სიგანის ნაჭრებად დაჭრილი
- 3 საშუალო დაჭრილი ნიახურის ღერო
- 3 დიდი დაჭრილი ხახვი ან პრასი
- 1 კბილი დაკეპილი ნიორი
- 1 ქილა (800 გრ.) პომიდვრის კონსერვი (საკუთარი წვენით)
- 1/2 ლუკმებად დაჭრილი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო
- 350 გრ. მესამედებად დაჭრილი მწვანე ლობიო
- 3 საშუალო 2.5 სმ. დაჭრილი ყაბაყი
- 2 შეკვრა (140 გრ.) თოთო ისპანახის ფოთლები
- 1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი ოხრახუში
- 2 ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი
- 12 ჭიქა წყალი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი პილპილი
- მოაცხეთ ქვაბს ცხიმი, დადგით საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე და დაამატეთ სტაფილო, ნიახური, ხახვი და ნიორი. თუშეთ 5 წუთით და დროდადრო ურიეთ.
- შეურიეთ პომიდორი თავისივე წვენით. პომიდვრები კოვზით დაყავით.
- დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო, დარჩენილი ინგრედიენტები და 12 ჭიქა წყალი.
- მაღალ ტემპერატურაზე ადუღეთ და დროდადრო ურიეთ.
- მოუკელით ცეცხლს, დააფარეთ და კვლავ ადუღეთ დაბალ ტემპერატურზე. პერიოდულად ურიეთ, გააჩერეთ 15 წუთი (ან ბოსტნეულების დარბილებამდე).
- სურვილისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი და პილპილი.
Facebook კომენტარი (0)