ინდაურის ან ქათმის საცივი გურულად
  ინგრედიენტი
  • ინდაური ან ქათამი
  • ხახვი 300 გრამი
  • ნიგოზი 4 ჩაის ჭიქა
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ნიორი(გემოვნებით)
  • ხმელი სუნელი(გემოვნებით)
  • პილპილი(გემოვნებით)
  • მწვანილი(გემოვნებით)
  • ძმარი(გემოვნებით)
  • ზაფრანა(გემოვნებით
  • მიხაკი(გემოვნებით)
  • დარიჩინი და დაფნის ფოთოლი (გემოვნებით)
  • მარილი(გემოვნებით)
მომზადება გასუფთავებული,გარეცხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად, როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ძალიან წმინდად დავკეპოთ გასუფთავებული ხახვი. დავასხათ მოსაშუშად ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე, 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ-დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპილით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებელი გავხსნათ საცივის წვენში და ავურიოთ ერთმანეთში. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად ინდაური ან ქათამი, ჩავაწყოთ საცივის წვენში, 5-10 წუთი წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება ჩვამატოთ კვერცხის გული.