ძროხის ხორცი კომშით
  ინგრედიენტი
  • ხორცი 2 კგ
  • კომში 5-6 დიდი ან 10-12 პატარა
  • ხახვი 2 ან 3 თავი
  • დარიჩინი
  • ქინძი
  • მარილი
მომზადება 2 კგ ძროხის ხორცი დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე რომ ხორცს სანახევროდ ფარავდეს. ჩაყარეთ 2-3 თავი გაფცქვნილი ხახვი, შედგით ცეცხლზე, ქაფი მოაშორეთ, გადაწურეთ. თხელ ნაჭრებად დაჭრილი კომში ჩაყარეთ ცალკე ჭურჭელში დაასხით წყალი და ხარშეთ. როდესაც ხორციც და კომშიც მოიხარშება, მოაქციეთ ერთ ჭურჭელში, წამოადუღეთ და შეანელეთ. უგემრიელესი წვნიანი მზადაა.